ვებ-გვერდით (BOOSTOOS) სარგებლობისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს. სერვისის მოწოდებას უზრუნველყოფს MARIKOKO LTD.
1. სერვისები და პასუხისმგებლობა
ჩვენი სერვისები გამოიყენება მხოლოდ სოციალურ ქსელებში (Instagram, Facebook, TikTok, YouTube და ა.შ.) ცნობადობის გასაზრდელად.
ჩვენ არ ვიძლევით 100%-იან გარანტიას, რომ სოციალური ქსელის ალგორითმის ცვლილების შემთხვევაში მიღებული აქტივობა არ შემცირდება, გარდა იმ სერვისებისა, რომლებსაც უწერიათ "Refill" (აღდგენის გარანტია).
მკაცრად აკრძალულია ჩვენი სერვისების გამოყენება შემდეგი შინაარსის მასალების პოპულარიზაციისთვის:
• კანონსაწინააღმდეგო, ძალადობრივი, ტერორისტული ან ექსტრემისტული შინაარსი.
• პორნოგრაფია და შეუფერებელი შინაარსი.
• თაღლითობა (Scam), ფიშინგი და სპამი.
• საავტორო უფლებების დამრღვევი მასალები.
• სხვების მიზანმიმართული შევიწროება ან ბულინგი (Harassment).
ასეთ შემთხვევაში, შეკვეთა დაუყოვნებლივ გაუქმდება და მომხმარებლის ანგარიში დაიბლოკება თანხის დაბრუნების გარეშე.
2. ფინანსური პოლიტიკა და თანხის დაბრუნება (Refund Policy)
საიტზე ბალანსის შევსება ხდება წინასწარ. ბალანსზე შემოტანილი თანხის უკან ბარათზე ან საბანკო ანგარიშზე გატანა შეუძლებელია. შევსებული თანხა გამოიყენება ექსკლუზიურად საიტზე სერვისების შესაძენად.
თუ შეკვეთა რაიმე ტექნიკური მიზეზით არ შესრულდა ან გაუქმდა პროვაიდერის მიერ, თანხა ავტომატურად დაბრუნდება თქვენს SMM პანელის შიდა ბალანსზე.
მომხმარებელი ვალდებულია სწორად მიუთითოს ბმული (Link). არასწორად მითითებულ ან დახურულ (Private/Locked) ანგარიშებზე გაშვებული შეკვეთის გაუქმება და თანხის დაბრუნება არ ხდება.
3. ანგარიშის მართვა
აკრძალულია საიტის სისტემის, API-ს ან ნებისმიერი სხვა ტექნიკური ხარვეზის ბოროტად გამოყენება.
MARIKOKO LTD იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს სერვისების ფასები წინასწარი შეტყობინების გარეშე (მიმდინარე შეკვეთებზე ფასი არ შეიცვლება).